Thursday, June 7, 2012

ოდრი ფეპბერნი–სტილი რომელიც ისტორია შემორჩა

  • ქალის სილამაზე არ განისაზღვრება მისი ტანსაცმელებით. ქალის სილამაზე არ მდგომარეობს იმაში თუ როგორი ფიგურა აქვს ან როგორ ივარცხნის თმებს. ქალის სილამაზე ჩანს მის თვალებში, რადგან ეს არის მისი გულის გასაღები, ადგილი სადაც სიყვარული იბადება.
  • ის, ვისაც არ სჯერა სასწაულების, ვერასოდეს გახდება რეალისტი.
  • თუ გინდა რომ გქონდეს მომხიბვლელი ტუჩები, ისაუბრე მხოლოდ კარგზე.
  • თუ გინდა რომ გქონდეს ლამაზი თვალები, შეეცადე დაინახო მხოლოდ კარგი ადამიანებში.
  • თუ გინდა რომ გქონდეს კარგი ფიგურა, გაუნაწილე საჭმელი ღარიბებს.
  • ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი სახის პატრონს ვინმე ფილმებში გადამიღებდა.
  • ცხვირი რომ მოვიხოცო, ამაზე მთელი მსოფლიოს გაზეთები დაწერენ.
  • იცით, როცა ვინმესგან მესმის ან სადმე ვკითხულობ, რომ მე ლამაზი ვარ, უბრალოდ მიკვირს...... სულაც არ გამოვირჩევი რაიმე განსაკუთრებული სილამაზით. გარეგნობა არ არის ის, რითაც კარიერა გავიკეთე.
  • წარმატება მრგვალ საიბილეო თარიღს ჰგავს - მიაღწევ რა მას, ხვდები, რომ საერთოდ არ შეცვლილხარ და ზუსტად იგივედ დარჩი, რაც მანამდე იყავი.
"თუ ოდესმე ჩემი ბიოგრაფიის დაწერა მომიხდა, ასე დავიწყებ:დავიბადე ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში 1929 წლის 4 მაისს… ექვსი კვირის შემდეგ კი გარდავიცვალე.."
  ოდრი ჰეპბერნის დედა ნიდერლანდელი ბარონესა ელა ვან ჰიმსტრა გახლდათ, მამა კი–ინგლისელი ბანკირი ჯონ ჰეპბერნ–რასტონი.. ოდრი თვენახევრის იყო, როცა ხველების მწვავე შეტევისგან გალურჯდა და სუნთქვა შეწყვიტა, ექიმებმა ოდრის სიცოცხლე ძლივს გადაარჩინეს. სწორედ ამას გულისხმობდა ოდრი გარდაცვალებაზე რომ საუბრობდა… 1940წლის ზაფხულის ცხელი დღე იდგა, ოდრი ქალქ ანჰერმში ისვენებდა, როდესაც ნაცისტურმა გერმანიამ ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა: პატარა ოდრი დაპყრობილ ქვეყანაში იზრდებოდა, შიმშილობდა (რადგან საჭმელი არ ჰქონდა) ხშირად ავად ხდებოდა, და გარეთ გასვლას ვერც კი ბედავდა. დედა ოდრის სახელსაც კი უცვლიდა, და ედას ეძახდა, რადგან სახელი ოდრი ინგლისური წარმომავლობის არის, ხოლო ინგლისელებს გერმანელი ჯარისკაცები არ წყალობდნენ. ოდრი, ანუ ედა, ბავშვობიდან ულამაზესი იყო:გამხდარი, წელში გამოყვანილი, ლამაზი ნაქვთებით, მაღალი, მუდამ მოწესრიგებული. მსახიობს ოდითგანვე იზიდავდა ცეკვა, მაგრამ, ვაი, რომ ომმს ცეკვა არ უყვარს. მალე ოდრიმ ჰოსპიტალში დაიწყო მუშაობა. ერთ–ერთი ჯარისკაცი, რომელზეც ოდრი, (მაშინ ედა) ზრუნავდა იყო ინგლისელი რეჟისორი. ოცი წლის შემდეგ სწორედ მან გადაიღო ოდრი პირველ ფილმშ “დაიცადე დაბნელებამდე”. 
   ომის დასრულების შემდეგ გადარჩენილმა ოდრიმ გადაწყვიტა მოსცილებოდა ბავშვობაში ჩარჩენილ უბედურებას, და საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა. ცნობილია, რომ მას ძალიან უნდოდა ბალერინობა, ამიტომ სწავლის გაგრძელება ბალეტის განხრით სურდა. ოდრი ხშირად დადიოდა საცეკვაო მოედნებზე, კლუბებში. ასე, ის თითქოს ომისეულ განცდებს ფანტავდა, და იშორებდა თავიდან. ოდრის ცხოვრებაში ერთ–ერთი ყველაზე რთული მომენტი ბალეტთან განშორება იყო: მასწავლებელმა მას უთხრა, რომ იგი ბალეტისთვის ზედმეტად მაღალი იყო, და თავდაუზოგავადაც რომ ეშრობა კარგი ბალერინა ვერ დადგებოდა. მალე ოდრი სამშობლოში (ნიდერლანდებში) დაბრუნდა.
   1951 წელს ოდრი ფილმ “მონტე–კარლოს” გადაღების დროს რიგირთ მოცეკვავედ აიყვანეს, მაგრამ რეჟისორმა უყურადღებოდ არ დატოვა ოდრის ნიჭი, სილამაზე და ჰაეროვნება, ამიტომ ერთ–ერთ მთავარ როლზე დაამტკიცა. 
   ოდრი ნელ–ნელა პოპულარობას იძენდა. მუშაობდა თავდაუზოგავად, მაგრამ ვერ ივიწყებდა წარსულს. ამას თან ერთვოდა პირადული ცხოვრებას:ოდრისთვის მამა ყოველთცვის მნიშვნელოვანი იყო.. მაგრამ მსახიობის მამა ლონდონში ცხოვრობდა, ოდრი კი ნიდერლანდებში.. მათ შორის კი მსოფლიო ომი მძვინვარებდა. დიდი მონატრება კი ოდრის განწყობაზე ცუდად მოქმედებდა. ოდრიმ მამის ნახვა მხოლოდ 20 წლის შემდეგ მოახერხა.
   1953 წლიდან დაიწყო ოდრის ჩაბმა მსოფლიო, ჰოლივუდურ ფილმებში. ის მიიწვიეს ახალ როლზე, სადაც მას ცხოვრებით მობეზრებული პრინცესას როლი უნდა შეესრულებინა. ამ როლმა მსახიობს პირველი ოსკარი მოუტანა. დაბნეულმა და გახარებულმა ოდრიმ სცენაზე უცებ აირბინდა და ჟან ჰერშლოტს ტუჩებში აკოცა. მერე ოდნავ გაწითლდა, და კულისებში გაუჩინარდა.
   ოდრი ძალიან გამოირჩეოდა თავშეკავებულობით და თავმდაბლობით. მისი ჩაცმის სტილიც ნაზი, და სადა იყო.ოდრი რეტრო სტილის ფუძემდებლადაც აღიარეს. მისთვის არასდროს უთქვამთ, რომ მერლინ მონროზე ან ბრიჟიტ ბარდოზე სექსუალური იყო, მაგრამ მის ტალანტსა და სათნო პიროვნებაში არავის ეპარებოდა ეჭვი. 
   ოდრის პირადი ცხოვრება არც ისე ცნობილი იყო ფართო საზოგადოებისთვის, და ჟურნალისტებისთვის. ოდრის პირველი ქორწინებაუილიამ ჰოლდერთან კრახით დასრულდა. ოდრი აღნიშნავდა “ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო, რომელიც როგორც წესი დიდხანს არ გრძელდება.” 
   ოდრი სულ უფრო და უფრო სწრაფად მიიწევდა მწვერვალისკენ. მისი პარტნიორები სხვადასხვა ფილმებში, არასდროს რჩებოდნენ გულგრილები.. მაგრამ ოდრი ყოველთვის თავშეკავებული იყო, და რამდენიმე სუყვარულიც კი გაუშვა ხელიდან. 50–ანების დასაწყისში ოდრი დაინიშნა ჯეიმზ ჰანსონზე. როცა ქორწილის დღე დადგა, ოდრიმ თეთრი კაბა გაიხადა და გაჭირვებულ წყვილს აჩუქა. ჯეიმზს კი უთხრა, ჩემნაირი დღის რეჟიმის მქონე ადამიანებს ოჯახები მალე ენგრევათო… სწორედ ამას მიიჩნევდა ოდრი წარმატებული ქალის ცხოვრების ნაკლად.
  ოდრიმ ამის შემდეგ კიდევ იქორწინა, თანაც ორჯერ. ქედან პირველ ქორწინებაში ოდრი უბედურად გრძნობდა თავს, ქმრის გაუთავებელი საყვარლები, კინოს ჩამოცილება.. მაგრამ შვილი, სახელად შონი მას ყველაფერს ავიწყებდა. ქორწინება ასევე კრახით დასრულდა. ლეგენდარული ქალის ცხოვრებაში დეპრესიულმა ხანამ დაისადგურა.. გამოჩნდა ფსიქოლოგი, რომელმაც ოდრი მოაჯადოვა. ამ ქორწინებიდან, კი ოდრის ლუკა შეეძინა. ოჯახი ისევ დაინგრა.




ოდრი ჰეპბერნი






 ოდრიმ ამდენს ვეღარ გაუძლო, და 1988 წელს ძლიერი ტკივილებით მიაკითხა ექიმს, მას უმძიმესი კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა მსახიობი თავისი ჩვეული თავდაჯერებულობით ებრძოდა დაავადებას. ოდრიმ დაიწყო ქველმოქმედება, რაც მის გატაცებადაც იქცა. ამ დროს ოდრისთან მისი ორი შვილი, შონი და ლუკა იყვნენ.. ასევე მსახიობის საყვარელი მეგობარი რობერტი.. ის აღნიშნავდა: “ვიცი, ეს უაზრობაა, მაგრამ რობერტთან, ჩემს საუკეთესო მეგობართან ცხოვრება ყველაზე სასიამოვნოა აღმოჩნდა”. როდესაც ოდრის უფროსს შვილს, შონს ეკითხებოდნენ, თუ რა განცდა იყო ასეთი ქალის შვილობა, შონი პასუხობდა:”არ ვიცი”. ალბათ სწორედ ეს პასუხი მოუხდებოდა ყველაზე მეტად ამ კითხვას. რადგან ისეთი ქალი, როგორიც ოდრი ჰეპბერნი იყო, საუკუნეში ერთხელ იბადება.
   მსახიობი 1993 წლის 20 იანვარს  გარაიცვალა, მან მხოლოდ გარდაცვალების წინ, სათნო ხმით თქვა “მე მიყვარხარ რობერტ”, ცრემლი წაასკდა, და თვალები სამუდამოდ დახუჭა. ცნობილია, რომ ოდრის რობერტი დიდი ხნის წინ შეუყვარდა, უბრალოდ ვერ აცნობიერებდა ამას, და რობერტის სიყვარულის მიუხედავად 3–ჯერ გათხოვდა (4-ჯერაც, რადგან ერთხელ მხოლოდ დანიშვნამდე მივიდა საქმე) 
   გარდაცვალების შემდეგ ოდრი ზოგისთვის განუმეორებელ ქალად დარჩა, ზოგისთვის სასურველად, ზოგისთვის კი უბრალოდ ადამიანად, რომელმაც მთელი ცხოვრება სათნოდ და კეთილად იცხოვრა. 
   ნებისმიერი ქალი, ცხოვრების რომელიმე ეტაპზე მაინც, ოდრი ჰეპბერნთან მსგავსებაზე ოცნებობს. თავის დროზე მსახიობს ამაზეც ჰქონდა პასუხი: 
 "ნებისმიერს შეუძლია ოდრი ჰეპბერნის შესახედაობა ჰქონდეს: თუ თმას მოკლედ შეიჭრის, მზის დიდ სათვალეს გაიკეთებს, და შავ, პატარა კაბას ჩაიცვამს…"
წყარო:kobessaxli














მერლინ მონრო–მრავალთა მუზა



View მონროს დასაწყისი და დასასრული in a larger map
ნამდვილი სახელი: ნორმა ჯინ ბეიკერ მორტენსონი დაიბადა 1926 წლის 1 ივნისს.ლოს–ანჟელესში. დაიღუპა 5 აგვისტოს,ბრეიტვუდში. სწავლობდა სამსახიობო სტუდიაში ნიუ–იორკში. იცხოვრა კაშკაშა, მაგრამ მოკლე და რთული ცხოვრებით.
დედა: გლედის ბეიკერი, როცა გოგონას 7 წელი შეუსრულდა,დედა ღრმა დეპრესიაში ჩავარდა. ამიტომ სულიერად სნეულთა საავადმყოფოში წაიყვანეს.
მამა–უცნობია. დაბადების მოწმობაში მამა ედვარდ მორტონსონია. მერლინს ის არასდროს უნახავს.
სამსახურის გამო გლედისს ქალიშვილისათვის არ ეცალა. 2 კვირის გოგონა ახალმა მშობლებმა იშვილეს.
1932წ დედას შვილი თავისთან მიჰყავს. 1935წ ნორმა ჯინი ობლების თავშესაფარში გადადის და იქ 2 წელი ცხოვრობს
არშემდგარი პირადი ცხოვრება და იმის ამაო მცდელობა,რეჟისორებისათვის დაემტკიცებინა ,,ლამაზმან მერლინს“ საკუთარი ,,ღირსების“ დემონსტრირებაზე გაცილებით მეტის უნარი შესწევსო– აი, იმ ტრაგედიის ძირითადი მიზეზები, რომელიც მოგვიანებით მდიდრულ აგარკზე გათამაშდა–1962წ 5 აგვისტოს დილას პოლიციამ მერლინის ცხედარი აღმოაჩინა.
ვინ იცის,როგორი ბედისწერა ელოდა მერლინ მონროს, ბუნებას რომ არ დეჯილდოვებინა მშვენიერი სხეულით, საოცარი კანითა და საყავრელი სახით.
რეჟისორებისათვის მერლინი ყოველთვის ლამაზ სექსუალურ ქალად რჩებოდა, ამით აიხსნება მისი სუართების რეპერტუარიც: ,,სიყვარულის ბუდე“, ,,მოდი დავქორწინდეთ“, „ჩვენ ცოლი არა გვყავს“ და სხვა.
მალე მისი სუართები ქალთა ჟურნალებში გამოჩნდა. ხან საცურაო კოსტიუმი ეცვა, ხანაც ,,შორტები“. თუმცა ყველა ფოტო დასაშვებ ზღვარს არ სცდებოდა.
1946 წლის აგვისტოში ,, XX საუკუნე–ფოქსმა“ კონტრაქტით სტატისტად აიყვანა. ამ სტუდიაში დაერქვა ნორმა ჯინს–მერლინ მონრო
პირველი ფილმი, რომელშიც ნორმას ლაპარაკი, სიმღერა და ცეკვა შეეძლო, იყო ,,ქორისტები“, ფილმი არ ვარგოდა, მაგრამ მერლინის ხმა მოიწონეს. შემდეგ იყო ფილმი ,,სიყვარულზე გადარეული“
ქმრები: ზუსტი ცნობები მერლინის მხოლოდ 3 ქმარზე არსებობს: ჯიმ დაგერტი, ჯო დი მაჯო და არტურ მილერი.
1. ჯიმ დაგერტი,20 წლის იყო. ნორმაზე ზრუნავდა პირველმა მეუღლეობრივმა კავშირმა 4 წელი გასტანა.
2. ჯო დი მაჯო. მიუხედავად იმისა, რომ მერლინისა და ბეისბოლის ვარსკვლავის– ჯო დი მაჯოს რომანზე ჭორი დიდხანს დადიოდა, 1952 წლის სექტემბერში წყვილი უარყოფდა საერთო გეგმების არსებობას.იანვარში კი დაქორწინდნენ. დი მაჯოს თავიდანვე არ მოსწონდა მერლინის საქმე,განსაკუთრებით ყველას დასანახად სხეულის დემონსტრირება,საოცრად ეჭვიანი იყო, ხანდახან ხელიც აღუმართავს ცოლზე. 9 თვეში დაშორდნენ, მაგრამ დი მაჯო მთელი ცხოვრება ეხმარებოდა მერლინს. არტურ მილერთან გაყრის გამო თავდატეხილი დეპრესიის დროსაც მივიდა მერლინთან დასახმარებლად, ,,პეინ–უაიტნის“ ფსიქიატრიულ საავადმყოფოდანაც გამოიყვანა, სწორედ მან მოაწყო დაკრძალვა.

3. არტურ მილერი– ,,ჩემი სიცოცხლე“. დრამატურგი არტურ მილერი მერლინმა თვითმკვლელობის მცდელობიდან რამდენიმე დღეში, 1950 წელს, ჰოლივუდში გაიცნო. მილერი ცოლიანი იყო და ორი შვილი ჰყავდა: ,,იმით გამიტაცა, რო ჭკვიანია. მისი გონება ჩემი ნაცნობი ყველა დანარჩენი მამაკაცის გონებაზე ძლიერია|“. ერთად 4 წელი იქნებიან, 1961 წლის 20 იანვარს კი გაიყრებიან,ოფიციალური მიზეზი: ხასიათის შეუთავსებლობა.

4. მერლინის მეოთხე ქორწინება. ?

სიკვდილი
მერლინ მონრო 1962 წლის 3აგვისტოს 36 წლის ასაკში ნარკოტიკის სასიკვდილო დოზით გარადიცვალა. მისი გარდაცვალების სიმართლესთან ახლო 4 ვერსიაა ცნობილი:
1. კენედების შეკვეთილი მკვლელობა. 1954 წ. მერლინს ტყავისყდიანი დღიური შეუძენია. მასში ჯონ კენედის საუბრებიდან ნაწყვეტებს იწერდა. მეგობრებთან საუბარში ჯონი პოლიტიკურ პრობლემებს განიხილავდა.
გაჩნდა ცნობილი დღიური– მაკომარომენტებული ცნობებით სავსე
გემრიელი ლუკმა კონკურენტებისათვის, მაფიისთვის და თავად
პრეზიდენტისათვის.
1960 წელს მერლინს უკვე სერიოზული პრობლემები ჰკონდა ალკოჰოლთან,
სიმთვრალეში ხანდახან ჯონთან ინტრიგაც წამოსცდენია,არადა ამ
ურთიერთობის გახმაურება კენედის კარიერას, რა თქმა უნდა არ წაადგებოდა.
როცამერლინი ბოლოს და ბოლოს მიხვდა, რომ ჯონი მის ცოლად მოყვანას არ
აპირებდა, ყურადღება ძმაზე– რობერტზე გადაიტანა.
2. სიკვდილი, რომელიც მაფიამ მოაწყო. მერლინ მონროს რომანი რობერტ
კენედისთანაც ჰქონდა. მერლინი ისეთ წრეში ტრიალებდა და იმდენად
ცნობილი იყო,რომ კენედების შანტაჟისა და კომპრომენტებისათვის იდეალურ
ვარიანტად გამოდგებოდა.
3. უბედური შემთხვევა–ნარკოტიკების ჭარბი დოზა. ნარკოტიკების მიღებას
მერლინი 1953 წელს იწყებს.
4. თვითმკვლელობა. თავის მოკვლა ორჯერ სცადა.ერთხელ გაზი
ჩართო,მეორედ–აბები მიიღო.
მერლინი სიკვდილის შემდეგაც იპყრობდა ყურადღებას. ამერიკაშიც და
ევროპაშიც უამრავი წიგნი და სტატია ქვეყნდებოდა მისი ფენომენის
ამოსახსნელად, ხოლო ეკრანებზე მისი შემოქმედებისათვის მიძღვნილირამდენიმე ფილმი გამოვიდა:
,,მერლინი“, ,,ნახვამდის ნორმა ჯინ!“ ,,მერლინ მონროს უკანასნელი დღეები“
თითოეული ავტორი თავისებურად ცდილობს შეაღწიოს იმ ქალის სულში,
რომელიც ისე წავიდა ქვეყნიდან, რომ ვერ გაუგეს...
წყარო:ბლოგი მერლინის შესახებ

კარლ ლაგერფილდი


   გერმანელი დიზაინერი და ფოტოგრაფი–კარლ ლაგერფილდი,1938 წლის 10 სექტემბერს ბანკირის ოჯახში დაიბადა. ის იზრდებოდა ფუფუნებაში და არაფერი აკლდა. გერმანიაში სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლის პარიზში გაგრძელებაც შეძლო
  1995 წელს მან დაიწყო მუშაობა ბალმეინის მოდის სახლში,სადაც 3 წელი გაატარა, შემდეგ კი გადავიდა Jean Patou–სთან სადაც მან 5 წლის განმავლობაშ ორი haute couture კოლექცია შექმნა.მართალია კარლის პირველმა კოლექციამ დიდი ანტიპატია დაიმსახურა როგორც დამსწრე საზოგადოებისგან,ასევე ჟურნალიტებისა და მოდის კრიტიკოსებისგან, კარლი მაინც არ დანებდა, ის ძალიან ამბიციური იყო და ამბობდა რომ მოვა დრო როდესაც ხალხი მიხვდება თუ როგორ შეცდა.
  ლაგერფილდმა მალევე მოახერხა დამოუკიდებელ დიზაინერად ჩამოყალიბება და თავის პატარა მაღაზიაც გახსნა, რის შემდეგაც დაიწყო მისი კრიერის აღმავლობა და როგორც ვხედავთ უდიდეს წარმატებასაც მიაღწია. ის ქმნის არამარტო ტანისამოსს, არამედ სუნამოებსაც, მიუღია მონაწილეობა ტოჯინებისა და სხვა სათამაშოების დიზაინის შექმნაშიც.
  კარლ ლაგერფილდი ხშირად ეხვევა სკანდალებში,ის არასოდეს ერიდება თავის აზრის გამოხატვას, რის გამოც დიზაინერს ხშირად ლანძღავენ. სულ ახლახანს მან ცნობილ მომღერალ–ადელზე თქვა, რომ ის მსუქანია, თუმცა კარგი ხმა აქვს, რითაც ადელის ფანების ზიზღი დაიმსახურა.კარლს ამ ფაქტის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია და მომღერალს შანელის საუკეთესო ჩანთები აჩუქა.
  დიზაინერმა 2001 წელს დაიკლო 42 კილო, მხოლოდ იმიტომ, რომ სტილის შეცვლა და კონკრეტული სამოსის მორგება სურდა.
ლაგერფილდის ციტატები:










  •  






  • მოდის ბიზნესში სიტყვა 'წარმატება' არაფერს ნიშნავს, რადგან ყოველ 6 თვეში თავიდან ვიწყებ ყველაფერს, თუ ამას არ იზამ, გადაიქცევი 'კლასიკად' ეს კი არავის უნდა.
  • მე არ ვმოგზაურობ სიამოვნებისთვის, მხოლოდ ბიზნესისთვის. ერთადერთი ადგილი, სადაც ყოველთვის დიდი სიამოვნებით ჩავდივარ, ეს არის იტალია. მე 154ჯერ ვიყავი რომში და 123ჯერ მილანში (ლაგერფილდის ეს ციტატა ჯერ კიდევ 1979 წელსაა ჩაწერილი)
  • ჩემი ერთადერთი ამბიციაა - ვატარო 28 ზომის ჯინსი
  • მე რომ რუსი ქალი ვიყო, ლესბოსელი გავხდებოდი, რადგან რუსი მამაკაცები ძალიან მახინჯები არიან. რა თქმა უნდა არსებობენ გამონაკლისებიც, მაგალითად ნაომი კემპბელის ბოიფრენდი.
  •  როდესაც თქვენ იწყებთ სპორტული შარვლის ჩაცმას ყოველდღიურად, ესე იგი თქვენს ცხოვრენაში ყველაფერი კარგად არ მიდის.
  • ადამიანები ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებენ სექსუალურ ცხოვრებას. პროცესი, რომელსაც აჭიანურებენ საათობით, შეუძლიათ დაამთავრონ რამდენიმე წუთში და უფრო სასარგებლო საქმით დაკავდნენ.
  • ჯობია იყოთ გაორებული პიროვნება, ვიდრე საერთოდ არ იყოთ პიროვნება
  •  მე ვაწარმოებ დღიურს უკვე ბოლო 12 წელია, ეს ისეთი საინტერესოა. არსებობს ისეთი დეტალები, რომელსაც თავის დროზე ყურადღებას არ ვაქცევდით, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი დიდ მნიშვნელობას იძენენ.
  •  ჩემი მიზანია ვიმუშაო უფრო მეტი, ვიდრე სხვებმა, რათა ვანახო თუ რამდენად უსარგებლოები არიან ისინი.
  • როდესაც ყიდულობენ წიგნს წასაკითხად, შენ უნდა იყიდო დროც, მის წასაკითხად
  • ერთადერთი სიყვარული, რომლისაც მჯერა ეს არის დედის სიყვარული შვილის მიმართ
  • მე მიყვარს შოკოლადი. არ ვჭამ, მაგრამ ვყნოსავ. ზოგ ადამიანს ხომ შეუძლია 'თვალებით ჭამა', მე შემიძლია 'ცხვირით ჭამა'. მინდა მქონდეს სუნამო, რომელსაც შოკოლადის სუნი ექნება.
  • ჩვეულებრივ მე ვიღვიძებ 7ის ნახევარზე, ცხრამდე საწოლში ვნებივრობ და ვკითხულობ, შემდეგ კიდევ მინდება ძილი, მაგრამ თავს ძალას ვატან, რადგან სამუშაო მაქვს.როდესაც პატარა ვიყავი, ძიძამ მითხრა "ის ადამიანები, რომლებიც დილით ადრე არ იღვიძებენ, ვერასოდეს გახდებიან წარმატებულები"
  • ნებისმიერ 40 წელს გადაცილებული მამაკაცი, რომელი სექსზე ლაპარაკობს, ვულგარულად გამოიყურება.
  • მე ჩემი ცხოვრების ნახევარი ქალებთან მაქვს გატარებული და ვიცი, თუ რა ხდება მათ თავში.
  •  მე არ ვატარებ Chanelს, რადგან ამ ტანისამოსში ისე გამოვიყურები, როგორც დედაჩემი
  • ბედნიერება - ეს არის წესრიგი და დისციპლინა
  • კიდევ კარგი, რომ არ არსებობს ხალხი, რომელსაც ვახსოვარ თუ როგორი ბიჭი ვიყავი პატარაობაში, მეც დიდი სიამოვნებით დავივიწყებდი იმ დროს.


ბალენსიაგა









ბალენსიაგა








 კრისტობალ ბალენსიაგა 1940-ნი წლების პარიზში ცნობილი დიზაინერი, სინამდვილეში ერთი ღარიბი ესპანური ოჯახის შვილი იყო სან- სებასტიანიდან. დაიბადა 1895 წელს პატარა ქლაქ გეტარიაში. მამა მეთევზე იყო. ხოლო გამომდინარე იქედან, რომ დედა მკერვი ჰყავდა, მან ბავშობიდანვე აიტაცა ინტერესი მომავალი პროფესიის მიმართ.მისი პირველი ნამუშევარი ერთი გავლენიანი ქალბატონის კასა ტორესის კოსტუმის ასლი იყო. როდესაც ქალბატონმა ნახა ახაალგაზრდა მკერავის ქმნილება, იგი იმდენად აღთოვანებული დარჩა, რომ გაუშვა სამსახურიდან თავისი ყველა გამოცდილი მკერავი და ახალგაზრდა კრისტობალი აიყვანა სამსახურში. პარალელურად კრისტობალი გაუშველს იმ დროს ცნობილ მკერავთან სასწავლებლად. კრისტობალს, ადრეულ, 11 წლის ასაკში მამა დაეღუპა (სხვადასხვა წყაროში ასაკი 11, 14 ან 16 წელია მითითებული, თუმცა უმეტეს შემთხვევაში მაინც 11 გვხვდება.).1918 წელს როდესაც ახალგაზრდამ გახსნა თავისი პირველი მოდის სახლი სან-სებასტიანში. 1920წელს კი კიდევ ორი მოდის სახლი გაიხსნა მადრიდსა და ბარსელონაში, რომლებიც მალევე დაიხურა, 1936 წლის ესპანეთის სამოქალაქო ომის გამო. ღის შემდეგაც იგი ლონდონში გაემგზავრა. ხოლო 1937 წელს იგი მოდის დედაქალაქ- პარიზში ჩადის, სადაც მისი პირველი კოლექციის ჩვენება იმდე\ნა შთამბეჭდავი იყო, რომ პრესაში მას მოიხსენიებდნენ, როგორრც “რევოლუციურ მოვლენას” მთელი 2 წლის მანძილზე. იგი ძირითადად უხეში ქსოვილებით მუშაობდა, რაც მის ნამუშევრებს სკულპტურებს ამსგავსებდა. კრისტობალი ასევე ცნობილია თავისი შეუდარებელი ჩანთების კოლექციებით.

  1945 წელს მას ქალის სამოსში შეაქვს ოთხკუთხედი მხრები, 1951 წელს კი უშვებს “ამოღებულ” ტანსაცმელს გახსნილი ყელით და მხრებით. და იწყება რევოლუცია მოდის სამყაროში.
ალბათ მისი საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ მან ბავშობიდანვე შეისწავლა თავისი საქმე და მთელი ცხოვრების მანძილზე სიახლეების ძიებაში იყო. და არა როგორც სხვები, უფრო ტრადიციულ მეთოდებს ემხრობოდნენ. დიორისგან განსხვავებით არ იყენებდა კორსეტებს და ქამრებს.
  ბარსელინგა ძალიან მოკრძალებული პიროვნება იყო, იგი არ კითხულობდა ლექციებს, არ თანხმდებოდა ინტერვიუებზე და ჩვენებებსაც ძალიან ვიწრო წრეში მართავდა. თვით კოკო შანელმა თქვა- “ეს ერთად-ერთი დიზაინერია, რომელსაც დამოუკიდებლად შეუძლია სამოსის მოდელირება, ჭრა და კერვა”. 1968 წელს მან დახურა თავისი მოდის სახლი პარიზში, რომელმაც 30 წელი იმუშავა და გადაწყვიტა ხელი აერო თავის საქმიანობაზე. 1972 წლის მარტში იგი გარდაიცვალა.
  ლეგენდარული დიზაინერის გარდაცვალების შემდეგ, ბევრს უნდოდა აღედგინა მისი მოდის სახლი და ესარგებლა მისი სახელით, თუმცა ეს მხოლოდ ნიკოლა გესკიერმა, 26 წლის ახალგაზრდა ფრანგმა დიზაინერმა შესძლო. მან 1997 წელს თავიდან აამუშავა ბალენსიაგას მოდის სახლი. მაგრამ კრისტობალის სიტყვების არ იყოს “უნდა იყო არქიტექტორი ესკიზებში, მოქანდაკე ფორმებში, მხატვარი ფერებში, მუსიკოსი ჰარმონიაში და ფილოსოფოსი ზომებში”.
წყარო:ფეისბუქი



ჯენიფერ კონელი,ბალენსიაგას სახე





ჩანთა ისტორიით–ბირკინი



ჯეინ ბირკინი

ბირკინის უბრალოდ ჩანთის ფასი 8,000 დოლარიდან იწყება და უსასრულობაში მიექანება, რაც განპირობებულია ეგზოტიკური მასალებით, როგორიცაა მაგალითად ხვლიკის ტყავი ან ძვირფასი ლითონის კავეული. ყოველ წელს ბირკინის ჩანთის მხოლოდ გარკვეული რაოდენობა ხდება ხემისაწვდომი. შესაბამისად ჩვეულებრივ მოკვდავთ დიდი მეტოქეობის გაწევა მოუწევთ ვარსკვლავებისა და ცნობილი ხალხისათვის.
Hermes-ის ბირკინის ჩანთა თავიდან ბოლომდე ხელით იქმნება ერთი ოსტატის მიერ. ჯერ მხოლოდ ჩანთის ძირი იკერება ტყავის სამი ფენისაგან. Hermes-ის წარმომადგენლის თანახმად „თოთოეული ბირკინის შექმნას, რაც დამოკიდებულია, რა თქმა უნდა, მასალაზე, დაახლოებით ერთი კვირა სჭირდება”
 ჩანთა იკერება ძვირადღირებული და იშვიათი მასალებისაგან, როგორიცაა მაგალითად ალიგატორის, ნიანგის ან სირაქლემას ტყავი. კავეული იქმნება ძვირფასი მასალისგან, როგორიცაა პალადიუმი თუ პლატინა. 2008 წელს Ginza Tanaka-ს მიერ შექმნილი ბირკინის ჩანთა 1,9 მილიონ დოლარად გაიყიდა.არც ისე ძვირია არა? თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩანთა პლატინისგან იყო შემქნილი და 2000 ბრილიანტით იყო მორთული, მათ შორის 8-კარატიანი ცრემლის ფორმის ბრილიანტის კულონით – ეს არ თუ ისე დიდი თანხაა. გარდა მისი ფულადობრივი ღირებულებისა, Hermes-ის ბირკინის ჩანთა უკვე სტატუსია. შეგვიძლია ბევრი ვისაუბროთ ამ ჩანთის „ხარისხსა“ და მის „სამომავლო ინვესტიციაზე“, რადგან ჩანთის ფასი დროის გასვლასთან ერთად კი არ იკლებს, არამედ იმატებს. ბირკინის ჩანთას ძალიან ცნობადი გარეგნობა გააჩნია, მიუხედავად იმისა, რომ
. მისი ჩანთები არ არის მოჭედილი ლოგოებით. Hermes Birkin -ის ჩანთა თავის ღირებულებას საუკეთესოდ ინარჩუნებს. ხელჩანთების უმრავლესობა, თუნდაც დიზაინერული ნაწარმი, როგორიცაა Chanel ან Prada, მაინც კარგავს ფასს დროთა განმავლობაში. მაგრამ არა ბირკინი: „ნახმარი“ , „მეორე ხელში გადასული“ ჩანთის ფასი თითქმის იგივეა, როგორიც სულ ახლის. კლასიკური ხაზი და სრულყოფილი სტრუქტურა გულისხმობს, რომ თუ ჩანთა 10 წლის წინ 3000 დოლარი ღირდა, ახლა ის 7000 დოლარზე მეტ თანხადაც გაიყიდება „ნახმარი“ ხელჩანთების ბაზარზე. 2010 წლის ივნისში ბირკინის შეზღუდული გამოშვების ჩანთა, რომელიც შეიკერა ნიანგის შავი ტყავისაგან და მოპირკეთებული იყო 18-კარატიანი თეთრი ოქროთი, eBay-ზე 77,999 დოლარად იყიდებოდა.Hermes Birkin-ის ჩანთა ექსკლუზიურია. ის არ იყიდება ინტერნეტში და კომპანიის განცხადებით სამომავლოდაც არ გააჩნიათ რაიმე გეგმა ინტერნეტ ბაზართან დაკავშირებით. რამოდენიმე წლის წინ Hermes-ს მოლოდინის სიაც კი გააჩნდა ბირკინის ჩანთაზე. დღეს მსგავსი სია არ არსებობს, მაგრამ თუ გსურთ ფლობდეთ ბირკინის ჩანთას კონკრეტულ ფერში, განსაკუთრებული მასალისგან შესრულებულს, მაშინ მოგიწევთ ლოდინი თვეების, შესაძლებელია წლების განმავლობაშიც კი, სანამ ის გაყიდვაში გამოჩნდებოდეს.
წყარო:pink.ge
ერთ–ერთი ვერსიის თანახმად, ჯეინ ბირკინი(ფრანგი მოდელი და მომღერალი) თვითმფრინავში ფრენისას გვერდით ეჯდა ჰერმესის წარმომადგენელს და შესჩივლა მას თუ რამდენად ძნელი იყო მისთვის ისეთი ტყავის ჩანთის პოვნა,რომელსაც ყოველდღიურად ატარებდა,ყველაფერი ჩაეტეოდა და ლამაზიც იქნებოდა,ეს იყო შთაგონება ბირკინის წარმომადგენლისთვის,რის შემდეგაც ჯეინ ბირკინის საპატივცემულოდ შიქმნა ეს ლეგენდარული ჩანთა,მის სახელს ატარებს და აქტუალურობას არ კარგავს.



Wednesday, June 6, 2012

ჰუბერტ დე ჟივენში

ჟივენში ნიუ იურკში.1970

   ცნობილი ფრანგი დიზაინერი,ჟივენშის სახლის დამაარსებელი ,არისტოკრატი ჰუბერტ დე ჟივენში დაიბადა 1927წლის 21 თებერვალს.მან სახელი გაითქვა იმით, რომ იყო ოდრი ჰეპბერნის უამრავი კოსტუმის დიზაინერი,იქნებოდა ეს სამუშაო თუ პირადი, ასევე ჟაკლინ კენედისა და მერლინ მონროს ჩაცმულობაზეც ხშირად ზრუნავდა.
   ჟივენში საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან იყო, ამიტომ არ გაჭირვებია სწავლის საფასურის გადახდა და პარიზის ხელოვნების აკადემია დაამტავრა,რის შემდეგაც მალევე დაიწყო მუშაობა ერთ-ერთ არცთუისე ცნობილ მოდის სახლში, სადაც მხოლოდ ერთი წელი გაატარა და 1946 წელდ მუშაობდა პიერ ბალმეინთან და კრისტიან დიორთან ერთად. დიზაინერმა დიდი გამოცდილების დაგროვება შეძლო და 1952 წელს საკუთარი მოდის სახლი დააარსა. პირველ კოლექციას მან Bettina Graziani უწოდა, პარიზელი ტოპ მოდელის საპატივცემულოდ,რასაც მოყვა დიდი წარმატება და მამაკაცების ხაზიც.
   1988წელს ჟივენშიმ ფინანსური მიზეზების გამო,თავის ბიზნესი მიჰყიდა Moet Hennessy-Louis Vuitton-ს, თუმცა 1995წლამდე ის თავად უძღვებოდა ყველაფერს და ყოველთვის თეთრ ლაბორატორიულ ხალათში გამოწყობილი მუშაობდა.
წყარო:ჟურნალი VOGUE
ჟივენში და ოდრი

Monday, June 4, 2012

პიერ ბალმეინი

  ფრანგული მოდის სახლი Balmain, დაარსებული იქნა 1945 წელს , როდესაც Pierre Balmain მა გახსნა მისი პირველი მაღაზია პარიზში, ფრანსუა I - ის ქუჩაზე. ამავე წელს პიერის მიერ წარმოდგენილი იქნა მისი პირველი კოლექცია ქალბატონებისთვის. ბრენდი ძალიან მალე გახდა პოპულარული. ბრენდის მუდმივი კლიენტები გახდნენ - ვივიენ ლი, ბრიჯიტ ბორდო, მარლენ დიტრიხი, სოფი ლორენი და მრავალი სხვა ვარსკვლავი. ახლა კი ბრენდის კრეატიული მმართველი გახლავთ Olivier Rousteing , რომელმაც დაიკავა თანამდებობა 2011 წელს და შეცვალა Christophe Decarnin. ტანსაცმელთან ერთად ბრენდი ასევე გვთავაზობს პარფიუმერიას, აქსესუარებს და ფეხსაცმელს.
წყარო:ენჯელჯი
  დღესდღეობით ბალმეინის მოდის სახლი ამაყად აგრძელებს პიერის გზას და ამ ბრენდის მომხმარებლები ახლაც მსოფლიო ვარსკვლავები არიან.მისთვის დამახასიათებელია ეგრედწოდებული ”ძლიერი მხრები” რაც ასე ძალიან უყვართ ვარსკვლავებს და მზად არიან ათასობით დოლარი გადაიხადონ მასში