
ჯეინ ბირკინი

ბირკინის უბრალოდ ჩანთის ფასი 8,000 დოლარიდან იწყება და უსასრულობაში მიექანება, რაც განპირობებულია ეგზოტიკური მასალებით, როგორიცაა მაგალითად ხვლიკის ტყავი ან ძვირფასი ლითონის კავეული. ყოველ წელს ბირკინის ჩანთის მხოლოდ გარკვეული რაოდენობა ხდება ხემისაწვდომი. შესაბამისად ჩვეულებრივ მოკვდავთ დიდი მეტოქეობის გაწევა მოუწევთ ვარსკვლავებისა და ცნობილი ხალხისათვის.
Hermes-ის ბირკინის ჩანთა თავიდან ბოლომდე ხელით იქმნება ერთი ოსტატის მიერ. ჯერ მხოლოდ ჩანთის ძირი იკერება ტყავის სამი ფენისაგან. Hermes-ის წარმომადგენლის თანახმად „თოთოეული ბირკინის შექმნას, რაც დამოკიდებულია, რა თქმა უნდა, მასალაზე, დაახლოებით ერთი კვირა სჭირდება”ჩანთა იკერება ძვირადღირებული და იშვიათი მასალებისაგან, როგორიცაა მაგალითად ალიგატორის, ნიანგის ან სირაქლემას ტყავი. კავეული იქმნება ძვირფასი მასალისგან, როგორიცაა პალადიუმი თუ პლატინა. 2008 წელს Ginza Tanaka-ს მიერ შექმნილი ბირკინის ჩანთა 1,9 მილიონ დოლარად გაიყიდა.არც ისე ძვირია არა? თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩანთა პლატინისგან იყო შემქნილი და 2000 ბრილიანტით იყო მორთული, მათ შორის 8-კარატიანი ცრემლის ფორმის ბრილიანტის კულონით – ეს არ თუ ისე დიდი თანხაა. გარდა მისი ფულადობრივი ღირებულებისა, Hermes-ის ბირკინის ჩანთა უკვე სტატუსია. შეგვიძლია ბევრი ვისაუბროთ ამ ჩანთის „ხარისხსა“ და მის „სამომავლო ინვესტიციაზე“, რადგან ჩანთის ფასი დროის გასვლასთან ერთად კი არ იკლებს, არამედ იმატებს. ბირკინის ჩანთას ძალიან ცნობადი გარეგნობა გააჩნია, მიუხედავად იმისა, რომ
. მისი ჩანთები არ არის მოჭედილი ლოგოებით. Hermes Birkin -ის ჩანთა თავის ღირებულებას საუკეთესოდ ინარჩუნებს. ხელჩანთების უმრავლესობა, თუნდაც დიზაინერული ნაწარმი, როგორიცაა Chanel ან Prada, მაინც კარგავს ფასს დროთა განმავლობაში. მაგრამ არა ბირკინი: „ნახმარი“ , „მეორე ხელში გადასული“ ჩანთის ფასი თითქმის იგივეა, როგორიც სულ ახლის. კლასიკური ხაზი და სრულყოფილი სტრუქტურა გულისხმობს, რომ თუ ჩანთა 10 წლის წინ 3000 დოლარი ღირდა, ახლა ის 7000 დოლარზე მეტ თანხადაც გაიყიდება „ნახმარი“ ხელჩანთების ბაზარზე. 2010 წლის ივნისში ბირკინის შეზღუდული გამოშვების ჩანთა, რომელიც შეიკერა ნიანგის შავი ტყავისაგან და მოპირკეთებული იყო 18-კარატიანი თეთრი ოქროთი, eBay-ზე 77,999 დოლარად იყიდებოდა.Hermes Birkin-ის ჩანთა ექსკლუზიურია. ის არ იყიდება ინტერნეტში და კომპანიის განცხადებით სამომავლოდაც არ გააჩნიათ რაიმე გეგმა ინტერნეტ ბაზართან დაკავშირებით. რამოდენიმე წლის წინ Hermes-ს მოლოდინის სიაც კი გააჩნდა ბირკინის ჩანთაზე. დღეს მსგავსი სია არ არსებობს, მაგრამ თუ გსურთ ფლობდეთ ბირკინის ჩანთას კონკრეტულ ფერში, განსაკუთრებული მასალისგან შესრულებულს, მაშინ მოგიწევთ ლოდინი თვეების, შესაძლებელია წლების განმავლობაშიც კი, სანამ ის გაყიდვაში გამოჩნდებოდეს.
წყარო:pink.ge
ერთ–ერთი ვერსიის თანახმად, ჯეინ ბირკინი(ფრანგი მოდელი და მომღერალი) თვითმფრინავში ფრენისას გვერდით ეჯდა ჰერმესის წარმომადგენელს და შესჩივლა მას თუ რამდენად ძნელი იყო მისთვის ისეთი ტყავის ჩანთის პოვნა,რომელსაც ყოველდღიურად ატარებდა,ყველაფერი ჩაეტეოდა და ლამაზიც იქნებოდა,ეს იყო შთაგონება ბირკინის წარმომადგენლისთვის,რის შემდეგაც ჯეინ ბირკინის საპატივცემულოდ შიქმნა ეს ლეგენდარული ჩანთა,მის სახელს ატარებს და აქტუალურობას არ კარგავს.
No comments:
Post a Comment