მოდაზე საუბრისას,პირველ რიგში ალბათ უნდა გავიხენოთ ის ადამიანები,რომლებისგანაც ყველაფერი დაიწყო და განვითარდა,რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს რაღაც ისეთს,რაც ისტორიას შემორჩა.
შორეულ წარსულში,იყო დრო როდესაც არ არსებობდნენ დიზაინერები,არავინ ქმნიდა ისეთ ტანსაცმელს როგორიც თავად მას სურდა.წლების განმავლობაში იკერებოდა ისეთი კაბები როგორებიც ერთფეროვან მდიდარ ქალბატონებს სურდათ და ისეთი კოსტმები როგორებსა ჯენტლმენები იხდენდენ.არ იქმნებოდა არაფერი განსაკუთებული და განსხვავებული,ვერც ვერავინ ბედავდა წინაღმდეგობა გაეწია იმდროინდელი ’მოდისთვის’, გამხდარიყო ნამდვილი დიზაინერი და შეექმნა რაიმე თავის ინიციატივით და არა სხვისი მითითებებით.მხოლოდ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში გამოჩნდა ადამიანი რომელსაც შეიძლება არა უბრალოდ მკერავი,არამედ დიზაინერიც ვუწოდოთ,თუმცა იმ პერიოდში მისმა საქმიანობამ დიდი გამოხმაურება ვერ ჰპოვა და ისტორიასაც მეტნაკლებად დაამახსოვრა თავი.მე-20 საუკუნის ადრეული წლებიდანვე უკვე დაიწყო განვითარება მოდის ინდუსტრიამ,მართალია ეს ჯერ კიდევ ახალი და ’უცხო ხილი’ იყო, მაგრამ გამოჩნდნენ ადამიანები რომლებიც თავის იმიჯისა და სტილი ჩამოყალიბებას დიზაინერებს ანდობდნენ,დიდი იყო მსგავსება მე19 საუკუნისა და მე-20 საუკუნი ტანისამოსს შორის,თუმცა სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა ადამიანი რომელმაც შეძლო ძალიან ბევრი რამის შეცვლა და ჩარჩოების დარღვევა მოდის ინდუსტრიაში! ეს ყველასთვის კარგად ცნობილი ქალბატონი და მოდის ნამდვილი ლეგენდა-კოკო შანელი გახლდათ,მან შეძლო სტიმული მიეცა სხვა დიზაინერებისათვის და მათი დამკვეთებისათვის! 1920-იანი წლების შემდეგ სწორედ შანელის გავლენით მოდამ სწრაფად იწყო განვითარება,მაგრამ 30-იანი წლების ’დიდი დეპრესიის’ პერიოდში ისევ შეფერხდა,რადგან კრიზისის დროს ყველას დიდ რისკად მიაჩნდა ამგვარი საქმიანობის წამოწყება.
1960-70იან წლებში მოდა თითქოს ახალ სიცოცხლეს იძენს და მოდის ცენტრს-პარიზს სხვა ქვეყნებიც აქტიურად უერთდებიან. ამ პერიოდიდან უკვე იწყება ხალხის უდიდესი დაინტერესება და დღითი-დღე იმატებს და დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო მოიმატებს. მეოცე საუკუნიდან დღემდე იყო უამრავი დიზაინერი,შეიქმნა უამრავი სამოსი და ჩამოყალიბდა და შეიცვალა უამრავი ტენდენცია, თუმცა მხოლოდ მართლაც გენიოსები შემორჩნენ ისტორიას,ადამინები რომლებმაც არა მარტო ხალხის ჩაცმულობა,არამედ მათი მიდგომა და პრინციპებიც შეცვალეს, შეძლეს ყოფილიყვნენ თამამი საქციელის,ორიგინალობისა თუ კარგი გემოვნების მაგალითი: Coco Chanel, Christian Dior, Pierre Balmain, Cristobal Balenciaga, Hubert de Givenchy ეს სახელები ყველამ კარგად იცის და ისინი, მათ მიერ წლების წინ მოწოდებული იდეები დღესაც დიდ გავლენას ახდენენ მოდის ინდუსტრიაზე და სხვადასხვა დიზაინერების კოლექციაზე, მათ მოდის სახლებში ახლა უამრავი ადამიანია დასაქმებული და მრავალმილიონიანი-მოდის ინდუსტრიის შექმნაში იღებენ მონაწილეობას.
დღესაც ძალიან ბევრია ისეთი დიზაინერი, რომელიც მომავალში ალბათ ამ ადამიანების სიას შეუერთდება,და კიდევ ბევრი წელი იცოცხლებს ! : )©
წყარო.ვიკიპედია
No comments:
Post a Comment